E.A.S.T. (Essential Autonomous Struggles Transnational)

English version

ჩვენ ვართ ქალები, რომლებიც აუცილებელნი ვართ მთელი მსოფლიოს პანდემიისგან განსაკურნებლად. ჩვენ აუცილებელ საქმეს ვასრულებთ, თუმცა საშინელ პირობებში: ჩვენი შრომა დაბალანაზღაურებული და არასაკმარისად დაფასებულია; ჩვენ ზედმეტს ვუშაობთ ან უსამსახუროდ ვართ; ჩვენ იძულებულნი ვართ გადაჭედილ ადგილებში ვიცხოვროთ და ჩვენი ბინადრობის ნებართვას მუდმივად განახლება გვიწევდეს. ჩვენ ყელში ამოგვივიდა ეს ძალადობრივი და ექსპლუატატორული პირობები და უარს ვაცხადებთ გაჩუმებაზე! ჩვენ დავიწყეთ ორანიზება ქსელში, რომელიც აკავშირებს მებრძოლ ქალებს, მიგრანტებსა და მშრომელებს ცენტრალურ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში: ეს არის აუცილებელი ავტონომიური ტრანსნაციონალური ბრძოლები (EAST). 8 მარტს ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც იბრძვის კაპიტალისტური, პატრიარქალური და რასისტული ძალადობის წინააღმდეგ, რომ შემოუერთდნენ ჩვენს გაფიცვას!

8 მარტს ჩვენ ვიფიცებით ჩვენი პროდუქტიული და რეპროდუქციული შრომის ექსპლუატაციის წინააღმდეგ. ჩვენი აუცილებელი მუშაობით ექთნებად, დამლაგებლებად, მასწავლებლებად, მაღაზიის მუშაკებად, ლოჯისტიკურ და სეზონურ მუშაკებად, ანაზღაურებულ და აუნაზღაურებელ შინმშრომელებად; ბავშვების, ავადმყოფებისა და მოხუცების მომვლელებად ჩვენ საზოგადოებას ვამაგრებთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სკოლები და ბაღები დაკეტილია, ბავშვთა მოვლისა და შინშრომის ტვირთი ჩვენს მხრებზეა. პანდემიისას ბევრმა ჩვენგანმა სამუშაო დაკარგა, რადგან სახლში ბავშვები ჰყავდათ მოსავლელი და საშინაო შრომა ჰქონდათ გასაწევი. ჩვენი შრომა აუცილებელია სახლშიც და სამუშაო ადგილებზეც, თუმცა იგი დაკნინებულია.

8 მარტს ჩვენ ვიფიცებით გაძლიერებლი პატრიარქალური ძალადობის წინააღმდეგ! ეროვნული მთავრობები პანდემიას იყენებენ, როგორც შანსს, რათა პატრაირქატის წნეხი გააძლიერონ: პოლონეთში – აბორტის თავისუფლების უფრო მეტად შეზღუდვით; თურქეთში – სტამბოლის კონვენციაზე უარის თქმის შემოთავაზებით; უნგრეთში – ტრანსგენდერების უფლებების შეზღუდვითა და ანტი-ლგბტქ დღის წესრიგით. მანამ სანამ ჩვენ გვეუბნებიან – “დარჩი სახლში, იყავი უსაფრთხოდ”, ბევრ ჩვენგანს სახლები საერთოდ არ აქვს. ასევე, ბევრი ჩვენგანისთვის სახლი ყველაფერია უსაფრთხო სივრცის გარდა, როდესაც ვცხოვრობთ მოძალადე პარტნიორებთან და ჩაკეტვისას გაძლიერებულ ოჯახურ ძალადობას ვუმკლავდებით. ღია შეტევა წარმოებს იმისათვის, რომ საზოგადოების ყმების როლში დავრჩეთ, დაქვემდებარებულები ვიყოთ სახლში და ექსპლუატირებულები – მსოფლიოს გარშემო.

8 მარტს ჩვენ ვიფიცებით რასისტული და ექსპლუატატორული მობილობის რეჟიმების წინააღმდეგ! როგორც სეზონურ მიგრანტებს აღმოსავლეთ ევროპიდან, ჩვენ “ნება დაგვრთეს”, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს მივწვდომობით, რათა აუცილებელი შრომა გაგვეწია, მაგრამ ჩვენ ამას ჩვენივე რისკის ფასად ვაკეთებთ, ყოველგვარი დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის გარეშე. ჩვენი შრომა ინარჩუნებს ჯადაცვასა და ჯანმთელობას დასავლეთში, როდესაც აღმოსავლეთში ჯანდაცვის სისტემები ინგრევა და ეს გადატვირთული, არასათანადოდ აღჭურვილი მშრომელების მხრებზე გადადის. მიგრანტები და ლტოლვილები ევროკავშირის შიგნით და მის გარეთ გადაჭედილ საერთო საცხოვრებლებსა და ბანაკებში ცხოვრობენ და არაუსაფრთხო გარემოში მუშაობენ; ისინი იმავე ფულად დახმარებას არასდროს იღებენ, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა. არათანასწორად გადანაწილებულ ევროპის რუკაზე მიგრანტებს ყველაზე ძვირად უჯდებათ პანდებიური მდგომარეობა, რამდენადაც ისინი ყველაზე მეტად ექსპლუატირებულნი არიან.

ჩვენ უარს ვაცხარებთ, რომ აუცილებლად განვიხილებოდეთ მხოლოდ ექსპლუატაციის და ჩაგვრისთვის! შთაგონებულნი წარსულ და მიმდინარე ბრძოლებისგან, ჩვენ ვეყრდნობით ქალების გლობალური გაფიცვების გამოცდილებებს – პოლონელი ქალების გაფიცვა და ფემინისტური ბრძოლები არგენტინაში აბორტის უფლებისთვის. ჩვენ თვალს ვადევნებთ ექთნების, ექიმების, ბავშვთა მოვლის მუშაკების, ლოჯისტიკისა და სეზონურ მშრომელების პროტესტებსა და გაფიცვებს ბულგარეთში, საქართველოში, ავსტრიაში, რუმინეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში და საფრანგეთში. ჩვენ ვსწავლობთ ბრძოლებზე: რუმინეთში ‘გენდერზე’ დისკუსიის აკრძალვა განათლების სისტემაში, მიგრანტების ტრანსნაციონალურ მობილიზება და დემონსტრაციები შავკანიანი ადამიანების სიცოცხლისათვის. ჩვენ ვაშენებთ ბრძოლის კოლექტიურ გამოცდილებებზე და მათ ძალაზე, რომ შეცვალონ სტატუს კვო. ჩვენ მოვუწოდებთ ქალებს, მშრომელებს, მიგრანტებსა და ლგბტქი+ ადამიანებს, რომ 8 მარტის აუცილებელ გაფიცვას შემოუერთდნენ. ჩვენი გაფიცვა ესწრაფვის, რომ ჩვენი ჩაგვრის არსებული პირობები დაანგრიოს და მოვითხოვოთ ხმა რეკონსტრუქციის პირობებში. ჩვენი გაფიცვით ჩვენ ვიბრძით შემდეგი მოთხოვნებისთვის:

თავისუფლება პატრიარქალური ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან! ჩვენ ვხედავთ ქალებზე ძალადობას არა როგორც განცალკევებულ მოვლენას, არამედ როგორც მთლიანი პატრიარქალური სისტემის ნაწილს, რომელსაც უნდა ჩვენი როლი მხოლოდ მზრუნველობის გაწევა იყოს. ჩვენ უარს ვაცხადებთ აუცილებელი სამუშაოს მძიმე ტვირთის ტარებაზე, რომელიც ძალადობით და ჩაგვრით თავს მოგვახვიეს. ჩვენ ვერწინააღმდეგებით ულტრა-კონსერვატიული მთავრობების შემოტევებს და მოვითხოვთ უსაფრთხო, ლეგალურ, უფასო აბორტსა და კონტრაცეპტივებს ყველა ქვეყანაში. ჩვენ მოვითხოვთ ლგბტქი+ თემებზე პოლიტიკური და იურიდიულ შეტევების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ხელფსების ზრდა ყველას! ჩვენი ფემინისტური ბრძოლა ხელფასებზე არ არის უბრალოდ ხელფასების გენდერულ განსხვავებაზე, არამედ კაპიტალისტურ პირობებზე, რომელიც უამრავ სახელფასო იერარქიებს აწარმოებს გენდერებს, ეთნიკურ ჯგუფებს, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებსა თუ მთელ რეგიონებს შორის. მაშინ როდესაც მდიდრებმა პანდემია შესაძლებლობად დაინახეს, რომ მეტი დოვლათი დაეგროვებინათ, ჩვენ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ტვირთის საზიდად დაგვტოვეს. საკმარისია! ჩვენ არა მხოლოდ მოვითხოვთ თანაბარ ხელფასს გენდერებს შორის, არამედ ყველა მშრომელის ხელფასის გაზრდას! ჩვენ მვითხოვთ სიმდიდრის ტრანსნაციონალურ გადანაწილებას!

დავიწყოთ იმის უკან წაღება, რაც ჩვენ გვეკუთვნის!

კარგად დაფინანსებული და ინკლუზიური კეთილდღეობა ტრანსნაციონალურად! ჩვენ უარს ვუცხადებთ რეკონსტრუქციის გეგმებს, რომლებიც განაგრძნობს ათწლეულების განმავლობაში კეთილდღეობის პოლიტიკის შემცირებას ქალებისა და მიგრანტებისთვის. ჩვენ გვინდა ტრანსნაციონალური კავშირები დავამყაროთ ბრძოლებს შორის, რომლებიც წარმოებენ კეთილდღეობის, სახელმწიფო დახმარებებისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კეთილდღეობის მდგომარეობა განსხვავდება ქვეყნებს შორის, ისინი სექსუალურ და რასისტულ შრომით და სახელფასო დაყოფებზეა დამყარებული და იერარქიებს ქმნის სხვადასხვა წარმომავლობის ქალებს შორის. ჩვენ გვინდა ეს განხვავებები საერთო ბრძოლად გარდავქმნათ პატრიარქალური კეთილდღეობის განაწილების წინააღმდეგ!

უპირობო ევროპული ბინადრობის ნებართვა ყველა მიგრანტს, ლტოლვილსა და თავშესაფრის მაძლიებელს! ჩვენ უარვყოფთ იმ მიდგომას, როგორც მთავრობები და ბოსები აშანტაჟებენ მიგრანტებს შეუძლებელი ეკონომიკური და ინსტიტუციური საჭიროებების მოთხოვნით, რათა მისცენ ან განუახლონ ბინადრობის ნებართვა. ეს მიგრანტებს აიძულებთ, განსაკუთრებით ევროკავშირის გარეთ, რომ მიუღებელ შრომით პირობებში იმუშაონ.

უსაფრთხო და უკეთესი საბინაო პოლიტიკა ყველასთვის! 2020 წლის მარტისთვის ჩვენ უკვე ვართ ღრმა საბინაო კრიზისში. პანდემიის განმავლობაში ჩვენი ბინები პოლიტიზებული გახდა კიდევ უფრო მეტად ჩვენი შუამავლობისა და თანხმობის გარეშე! ჩვენ მოვითხოვთ ადეკვატურ და ფინანსურად ხელმისაწვდომ საბინაო პოლიტიკას ყველასთვის, გადატვირთულობისგან და სახიფათო პირობებისგან თავისუფალს! ჩვენ მოვითხოვთ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი პირების დაუყოვნებლივ სხვა ბინაში გადაყვანას!

ჩვენი აუცილებელი გაფიცვით ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი სიცოცხლე და ჩვენი ბრძოლა აუცილებელია! მაშასადამე, ჩვენ გვჭირდება ჩვენი ძალების გაერთიანება და მისი გამოყენება პოსტ-პანდემიური რეკუნსტრუქციისას ჩვენი წესების გატანისთვის!

ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ დააორგანიზონ გაფიცვები სამუშაო ადგილებზე და მათ გარეთ, დემონტრაციები, მარშები, ასამბლეები, ფლეშმობები, სიმბოლური აქციები, “პანუელასოები” და “რუიდასოები”! პროფკავშირები შევაგულიანოთ ქალების გაფიცვის მხადასაჭერად! წარმოვიდგინოთ გზები იმისათვის, რომ ჩვენი განსხვავებული ბრძოლები ხილული და დაკავშრებული იყოს საზღვრებს მიღმაც კი.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქალს, მიგრანტსა და მშრომელს, რომელიც იზიარებს ჩვენს ხედვას და მოთხოვნებს, რომ შემოგვიერთდეს საჯარო ასამბლეაზე 21 თებერვალს, სადაც ჩვენ განვიხილავთ ჩვენი აუცილებელი გაფიცვის ჰორიზონტებს!

ჩვენ ვიწვევთ ყველას, ვინც საკუთარ თავს ხედავს ამ მანიფესტში, რომ ხელი მოაწეროს, ფართოდ გაავრცელოს და თარგმნოს საკუთარ ენაზე, რათა მეტ ქალს, მიგრანტსა და მშრომელს მისწვდეს.

ჩვენი შრომა აუცილებელია, ჩვენი სიცოცხლე აუცილებელია, ჩვენი გაფიცვა აუცილებელია!

ჩვენ შეგვიძლია დავკავშირდეთ ქვემოთ მოყვანილ მისამართებზე:

ფეისბუქი: EAST – Essential Autonomous Struggles Transnational

ელ-ფოსტა: essentialstruggles@gmail.com