Home / Tbilisi Meeting June 2019 / განცხადება: პლატფორმის “ტრანსნაციონალური სოციალური გაფიცვა” შეხვედრა // 28 – 30 ივნისი; თბილისი, საქართველო

განცხადება: პლატფორმის “ტრანსნაციონალური სოციალური გაფიცვა” შეხვედრა // 28 – 30 ივნისი; თბილისი, საქართველო

ENGLISH

საქართველო ევროკავშირთან დაკავშირებულია ასოცირების ხელშეკრულებით, რომლის აღსრულებაც 2016 წლიდან მიმდინარეობს. ხელშეკრულება ითვალისწინებს რეფორმების გეგმას შემდეგ სფეროებში: ეკონომიკა, საზოგადოება და საჯარო პოლიტიკა, რომლებიც, თავის მხრივ, არყევენ ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტს. ყოველივე დასავლეთისთვის თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობს. როგორც სხვა ქვეყნები, ამჟამად და წარსულში, საქართველოც იღწვის ევროპულ “დემოკრატიულ სტანდარტებთან” მისაახლოვებლად, საბაზრო ეკონომიკის გასაძლიერებლად, ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შესაქმნელად, სავიზო პოლიტიკის ცვლილებისთვისა და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებისთვის.  ომისა და დაახლოებით 20 წლიანი ნეოლიბერალური რეფორმების შემდეგ შრომითი და სოციალური უფლებები თითქმის აღარ არსებობს. ახლა კი, ევროკავშირი შიდა პოლიტიკაში ბიზნესის გაფართოებისთვის სტაბილური გარემოს შექმნისთვის ერევა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ, რაც დღეს საქართველოში ხდება, არის თანამედროვე პოლიტიკის ტრანსნაციონალური და გლობალური განზომილებით განპირობებული. საქართველო უფრო და უფრო ინტეგრირდება ტრანსნაციონალურ სცენარში. მილიონნახევარზე მეტი ქართველი ქალი ძირითადად კერძო სექტორში, მომვლელად მუშაობს ევროპაში. ისინი თავიანთი ოჯახების ბაზისურ საჭიროებებს, რომლებიც კეთილდღეობის სახელმწიფოს ნაწილი უნდა იყოს, გზავნილებით ფარავენ. ეს გზავნილები ეროვნულ ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ძირითადი ინფრასტრუქტურული გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია “ქამრისა და გზის” ინიციატივასთან და ევროპულ “TEN-T” ქსელთან, წარმოაჩენენ საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის უმნიშვნელოვანეს ტრანზიტულ ზონას, სადაც უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად გადასახადებისგან თავისუფალი ეკონომიკური ზონები მთელი ქვეყნის მასშტაბით იქმნება. ფინანსური ინსტიტუტები აკონტროლებენ ასობით ათასი ქართველის ცხოვრებას, რომლებიც ვალებს ბაზისური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იღებენ. ამავე დროს კი, ევროკავშირი ევროპის მიერ მხარდაჭერილი ფინანსური ინტერესებით ახორციელების ინტერვენციებს. ამჟამად საქართველო არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  კაპიტალის პირველი მიმღები, რაც ევროპის ინვესტირების ბანკის ინვესტიციებთან ერთად, ხელს უწყობს ინვესტიციების ნაკადს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სადაც კანონმდებლობით უპირატესი ადგილი უკავიათ ინვესტორებს და მათი უფლებებიც მშრომელებთან შედარებით მეტად დაცულია. ამ ყველაფერში კი, სახელმწიფო გვევლინება, როგორც მოგების გარანტორი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ინდუსტრიული გარდაქმნა ჯერ არ ჩანს, საქართველოს საზოგადოების კვლავწარმოება არის ტრანსნაციონალურ დინამიკებთან მრავალმხრივ დაკავშირებული, რაც ხდის ნებისმიერ შეტევას ევროკავშირთან ინტეგრაციის პერქპექსტივაზე, რომელიც დაფუძნებულია ეროვნული ჩაკეტილობაზე, პოლიტიკურად გამოუსადეგად.

საქართველო არ არის ევროკავშირში, თუმცა ასოცირების ხელშეკრულებას რეალური ეფექტი აქვს ქვეყანაზე: მთავრობა პოლიტიკურ არგუმენტაციაში სისტემატურად იშველიებს ხელშეკრულებას და მასში შემავალ დადგენილებებს, არასამთავრობოები “დემოკრატიულ ტრანზიციაზე” საუბრისას იყენებენ მას, ხოლო მხსვილი პროფკავშირები აპელირებენ ხელშეკრულებაზე შრომითი და სოციალური ბრძოლების უფრო კონტროლირებად და რბილ ფორმებში მოსაქცევად. ამ გზით ასოცირების ხელშეკრულება გადადებს პოლიტიკურ დროს ნავარაუდევი უკეთესი მომავლის ფიქრით და კლავს აწმყოს კრიტიკის შანსს. ეს მომავალი კი მათ ხარჯზე შენდება, ვინც ამ რეფორმებს თავის თავზე გამოივლის. გაფიცვის უფლება საქართველოშიც და ასევე ყველგან დისკრედიტირებულია. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ამაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის: გაფიცვა წარმოდგენილია, როგორც ბარბაროსული იარაღი, რომელიც არ ჯდება სოციალური პარტნიორების ცივილიზებული დიალოგის ფორმატში. ცენტრალური ევროპული თანამმართველობის მოდელი პროფკავშირსა და კომპანიის მენეჯმენტს შორის არის წარმოდგენილი, როგორც ქართული ოცნების გასაღები. სწორედ ეს მორიგების მოდელი, რომელიც გაფიცვების თავიდან არიდებისთვისაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, არის ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების ერთ-ერთი წინაპირობა.

ევროკავშირთან ხელშეკრულება მოიაზრებს, რომ ქართველი მშრომელები, ქალები და კაცები უხმაუროდ მიიღებენ რეფორმებს, რადგან საბაზრო დემოკრატია და ქვეყნის პერსპექტივა, რომ ის მიგრანტებისა და იაფი მუშახელის რეზერვუარად გადაიქცევა, არის საუკეთესო, რასაც შეიძლება მოელოდნენ. რეგიონში ინფრასტრუქტურული ინვესტირების გეგმა არის გამოძახილი მსოფლიოს დიდი პროექტების ინფრასტუქტურული აჟიოტაჟისა, რაც სახავს ცენტრალურ აზიას სამომავლო განვითარებების კვანძად; ეს ზემოქმედებას იქონიებს როგორც აღმოსავლეთზე, ისე დასავლეთზე. ის ატარებს შანტაჟსა და გაფრთხილებას: გარემო ბიზნესისთვის მეგობრული მხოლოდ მაშინაა, როდესაც არსებობს სოციალური მშვიდობა; როდესაც მოსახლეები ერთმანეთს არ ესაუბრებიან, არ ავითარებენ საერთო მოთხოვნებს. ეს სურათი ყველაზე თვალსაჩინოთ აჩვენებს, თუ როგორ ქმნის ექსპლუატაციის სტრუქტურა საკუთარ გარემოს მშრომელთა კოლექტიური ძალის დანაწევრების ხარჯზე.  აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, თუ როგორ ჩამოყალიბდეს მშრომელთა ძალა ტრანსნაციონალურ სივრცეში ისე, რომ რომ მთავრობებს შორის ხელშეკრულების ლეგალისტურ პერსპექტივას მონოპოლია წაართვას და მომავალი საფრთხისგან დაიცვას.

ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს წამოჭრის ახალ პრობლემებს  ტრანსნაციონალური ორგანიზების გზაზე. ეს აჩვენებს, თუ როგორ ვრცელდება ევროკავშირის ახალი “ბიზნესის ნორმები” დასავლეთ ევროპაში გატარებული ნეოლიბერალური რეფორმებიდან  აღამოსავლეთითა და ბალკანეთის რეგიონში. მიუხედავად ღრმა პოლიტიკური კრიზისისა (ნახ: ბრექსითის მოლაპარაკებები ან ფრანგული ამბოხება), ევროკავშირი აგრძელებს სტურქტურული ინტეგრაციისა და გაფართოების პროცესს. ეს პროცესი მიმდინარეობს უფლებებისა და კეთილდღეობის  ჩამორთმევასა და ზოგადად შრომის პრეკარიზაციასთან ერთად, რაც უკვე ყველა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში რეალობაა. იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ტრანსნაციონალური სტრატეგია (ეროვნულ დონეზე დაფუძნებული ილუზიების დევნის გარეშე), გვჭირდება ამ პროცესის პოლიტიკური გაგება, თუ როგორ ვნებს ის ჩვენს გაფიცვისა და ბრძოლის უნარს. ტრანსნაციონალური განზომილება უნდა გამოვიყენოთ როგორც სიძლიერე და არა სისუსტე. სწორედ ამ მიზეზების გამო, პოზნანში ჩატარებული პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჩართვას და რამდენიმე ევროპულ დედაქალაქში შეხვედრის ჩატარებას, გადავწყვიტეთ ჩავატაროთ შეხვედრა საქართველოში, რათა გავზარდოთ “TSS”-ის მოქმედების ფარგლები ევროკავშირის შიგნით თუ მის გარეთ.

თბილისში განვიხილავთ გაფიცვის პოლიტიკურ სარგებელს ქართულ კონტექსტში, როგორც სამუშაო ადგილებზე ინიციატივების დაბრუნებისა და სექტორების და ქვეყნების ერთმანეთთან შეკავშირების საშუალებას. ამით ჩვენ ვეყრდნობით არსებულ მოძრაობებს, რომლებსაც აქვთ ძლიერი ტრანსნაციონალური მახასიათებელი: ფემინისტური გაფიცვა, რომელმაც დაიწყო მობილიზება ათობით ქვეყანაში მსოფლიოს გარშემო, რაც განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ შრომის სქესობრივი დანაწილება და ქალებზე ძალადობა მამაკაცების მხრიდან არა ეროვნული, არამედ გლობალური პრობლემაა. მიგრანტებს ყოველდღიურად უწევთ ტრანსნაციონალურ რეალობაში ცხოვრება, როდესაც კვეთენ საზღვრებს, ხოლო კონტრაქტორი მშორმელები და მომვლელები ყოველდღიურად იყენებენ მათ მობილურობას, რათა სათავისოდ გამოიყენონ განსხვავებები ანაზღაურებებში. ექთნები ბულგარეთის 30-ზე მეტ ქალაქში გაიფიცნენ და მოსთხოვეს, მთავრობას უკეთესი შრომის პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დატოვებდნენ ქვეყანას. აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე უცხოურ ქარხნებში მომუშავე ინდუსტრიული მუშები, ტრანსპორტის მუშაკები და სოციალური მუშაკები იფიცებიან და იბრძვიან იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლებსაც პოპულისტური მთავრობები ატარებენ უცხოური ინვესტიციების მისაღებად, რაზეც მეტყველებს “მონური კანონის” წინააღმდეგ გამართული პროტესტები უნგრეთში. გვხვდება ტრანსნაციონალური კოორდინირების ახალი ექსპერიმენტები ამაზონის საწყობებს შორის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რაც შეიძლება გახდეს მულტინაციონალური კომპანიების წინააღმდეგ ორგანიზების მოდელი. ამ მოძრავი სიტუაციიდან დაწყებით და დისკუსიის იმ ქვეყანაში ჩატარებით, სადაც დასავლეთისგან და აღმოსავლეთისგან წამოსული ზეწოლები ადგენს ექსპლუატაციის ახალ სტრუქტურას, ჩვენ გვსურს, განვიხილოთ, თუ რა საშუალებები და როგორი სტრატეგიაა საჭირო ტრანსნაციონალური კომუნიაკაციის შემუშავებისა და მისთვის მიმართულების მიცემისთვის.